ესპანეთის ნაკრებში მორატა და კოკე დააბრუნეს
ესპანეთის ნაკრებში მორატა და კოკე დააბრუნეს

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც გამოძახებულნი არიან ერთა ლიგის უახლოესი მატჩებისთვის.

გუნდში დაბრუნდა “იუვენტუსის” ფორვარდი ალვარო მორატა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში შარშანდელი ნოემბერის შემდეგ არ უთამაშია, აგრეთვე, “ატლეტიკოს” ნახევარმცველი კოკე, ვინც ნაკრებში 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ არ ყოფილა. პირველად არის გამოძახებული ესპანეთის ნაკრებში “ატლეტიკოს” ნახევარმცველი მარკოს ლორენტე.

მეკარეები – დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), კეპა არისაბალაგა (ჩელსი, ინგლისი), უნაი სიმონი (ბილბაო);

მცველები – სერხი რობერტო (ბარსელონა), ხესუს ნავასი (სევილია), სერხიო რამოსი (რეალი), ერიკ გარსია (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), პაუ ტორესი (ვილიარეალი), ინიგო მარტინესი (ბილბაო), ხოსე გაია (ვალენსია), სერხიო რეგილონი (ტოტენჰემი, ინგლისი);

ნახევარმცველები – სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), როდრი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ფაბიან რუისი (ნაპოლი, იტალია), სერხიო კანალესი (ბეტისი), მიკელ მერინო (რეალ სოსიედადი, კოკე, მარკოს ლორენტე (ატლეტიკო, ესპანეთი);

ფორვარდები – მიკელ ოიარსაბალი (რეალ სოსიედადი), ხერარდ მორენო (ვილიარეალი), ანსუ ფატი (ბარსელონა), დანი ოლმო (ლაიპციგი, გერმანია), ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ადამა ტრაორე (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), ალვარო მორატა (იუვენტუსი, იტალია).

ესპანეთის ნაკრები 11 ნოემბერს, ამსტერდამში ამხანაგურ მატჩში შეხვდება ნიდერლანდებს, შემდეგ კი ორი მატჩს ჩაატარებ ერთა ლიგაზე – 14 ნოემბერს შვეიცარიასთან (ბაზელში) და 17 ნოემბერს – გერმანიასთან (სევილიაში).