ესპანეთის ნაკრებში ალბა დააბრუნეს
ესპანეთის ნაკრებში ალბა დააბრუნეს

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ის მოთამაშეები დაასახელა, რომლებიც 2018 წლის ბოლო სანაკრებო მატჩებისთვის მოემზადებიან. ესპანელებს 11 ნოემბერს უწევთ ბოსნიასთან ამხანაგური მატჩი, ხოლო 15 ნოემბერს ერთა ლიგაზე ხორვატიას შეხვდებიან.

ნაკრებში მთავარი სიახლეა „ბარსელონას“ მცველის ჟორდი ალბას დაბრუნება, რომელიც ოქტომბერში არ იყო გამოძახებული.

სრულად ლუის ენრიკეს სია ასე გამოიყურება –

მეკარეები – პაუ ლოპესი (ბეტისი), დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), კეპა არისაბალაგა (ჩელსი, ინგლისი);
მცველები – ხონი ოტო (ვულვზი, ინგლისი), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი, ინგლისი), სერხიო რამოსი (რეალი), მარიო ერმოსო (ესპანიოლი), ინიგო მარტინესი (ბილბაო), ხოსე გაია (ვალენსია), ჟორდი ალბა (ბარსელონა), დიეგო ლორენტე (რეალ სოსიედადი), ბრაის პორტელა (სელტა).
ნახევარმცველები – სერხი რობერტო (ბარსელონა), დანიელ სებალიოსი (რეალი), როდრი (ატლეტიკო), სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), პაბლო ფორნალსი (ვილიარეალი), საულ ნიგესი (ატლეტიკო), მარკო ასენსიო (რეალი), ისკო (რეალი).
ფორვარდები – სუსო (მილანი, იტალია), როდრიგო მორენო (ვალენსია), იაგო ასპასი (სელტა), ალვარო მორატა (ჩელსი, ინგლისი).