ესპანეთის ნაკრებს ჰაუსენი ვერ დაეხმარება – დე ლა ფუენტემ მის ნაცვლად ემერიკ ლაპორტი გამოიძახა #1TVSPORT

14:49, 08.10.2025

დინ ჰაუსენმა ტრავმის გამო ესპანეთის ნაკრების შეკრება დატოვა და მადრიდის „რეალში“ დაბრუნდა, მის ნაცვლად ლუის დე ლა ფუენტემ გუნდში ემერიკ ლაპორტი გამოიძახა – ინფორმაცია ესპანეთის ფეხბურთის კავშირმა გაავრცელა.

საქართველოსა და ბულგარეთთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებამდე ესპანეთის ნაკრებს დანი კარვახალი, როდრი, ნიკო უილიამსი და ლამინ იამალი გამოაკლდნენ, ახლა კი მათ რიცხვს დინ ჰაუსენიც დაემატა.

ჰაუსენი ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა, მაგრამ არ უვარჯიშია. სამედიცინო შემოწმების შემდეგ ფეხბურთელს კუნთის ტრავმა დაუდასტურდა და შეკრება დატოვა, მას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – აღნიშნულია ესპანეთის ფეხბურთის კავშირის განცხადებაში.

20 წლის ცენტრალური მცველი მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელია. მან მიმდინარე სეზონში ყველა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

ჰაუნსის გამოკლების შემდეგ დე ლა ფუენტემ ნაკრებში ემერიკ ლაპორტს უხმო. „ბილბაოში“ დაბრუნების შემდეგ ცენტრალური მცველი ერნესტო ვალვერდეს გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა, რომლის გამოცდილებასაც ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ძალიან აფასებს.

მსგავსი