ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა | ჩინეთი 2019
ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა | ჩინეთი 2019

31 აგვისტოს ჩინეთში სტარტს აიღებს კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი. ტურნირის ერთ-ერთმა გამორჩეულმა გუნდმა ესპანეთმა 12 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. სერჯიო სკარიოლოს რჩეულთა სია ასე გამოიყურება.

გამთამაშებლები: რიკი რუბიო, ქვინო კოლომი, სერხიო ლული

მსროლები: რუდი ფერნანდესი, პაუ რიბასი, ჩავი რაბასედა

ფორვარდები: ხუანჩო ერნანგომესი, ხავიერ ბეირანი

მძიმე ფორვარდები: ვიკტორ კლავერი, პიერე ორიოლა

ცენტრები: მარკ გასოლი, ვილი ერნანგომესი

მადრიდში გასამართ ამხანაგურ მატჩში დომინიკელებთან მწვრთნელი უკვე ამ 12 კალათბურთელს დაეყრდნობა. ამის შემდეგ კი ესპანეთის ნაკრები ნინგბოში გაემგზავრება, სადაც არგენტინასა და რუსეთს ეთამაშება. რუბიო, გასოლი და ერნანგომესები ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წევრები არიან. დანარჩენები კი ესპანეთის ეროვნულ ჩემპიონატში. მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად ითამაშებენ კოლომი, ბეირანი და რაბასედა. ესპანეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატი 2006 წელს აქვს მოგებული.