ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა ზედიზედ წაუგებელი მატჩების რაოდენობით #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში 1:0 დაამარცხა ურუგვაი.
ამით ესპანეთმა ოფიციალურ მატჩებში წაუგებელი სერია 34 მატჩამდე აიყვანა. ეს მსოფლიოს ახალი რეკორდია. წინა რეკორდი ეკუთვნოდა ბრაზილიის ნაკრებს, რომელმაც 1993-98 წლებში ზედიზედ 33 მატჩი არ წააგო.
ესპანეთი არ მარცხდება 2023 წლის 28 მარტიდან – მაშინ მან მოულოდნელად 0:2 წააგო ევრო 2024-ის საკვალიფიკაციოზე შოტლანდიასთან. მას შემდეგ, ლუის დე ლა ფუენტეს გუნდს აქვს 27 მოგება და შვიდი ფრე. სერია უკვე სამ წელზე მეტია გრძელდება და ამ პერიოდში ესპანეთმა ევრო 2024 მოიგო.