ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი - საქართველოს ეროვნულ გუნდს კარგად ვიცნობთ #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი - საქართველოს ეროვნულ გუნდს კარგად ვიცნობთ #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის, ლუის დე ლა ფუენტეს თანაშემწემ, პაბლო ამოომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა და საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, „ჯვაროსნები“ ესპანეთთან ერთად ჯგუფში ითამაშებენ, თუ ევროპის მოქმედი ჩემპიონი ერთა ლიგაზე ნიდერლანდებს დაამარცხებს.

„პირველ რიგში უნდა ვნახოთ, რას ვიზამთ ნიდერლანდებთან. რა თქმა უნდა, ვეცდებით გამარჯვებას, რადგან ჩვენთვის ერთადერთი მიზანი ერთა ლიგის მოგებაა.

რაც შეეხება ჯგუფში შესაძლო მეტოქეებს, ჩვენ კარგად ვიცნობთ საქართველოს ნაკრებს, რადგან ევრო2024-ის შესარჩევ ჯგუფშიც ვითამაშეთ და ფინალურ ეტაპზეც. ბულგარეთის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. თურქეთი კი კარგი გუნდია, რაც ევროპის ბოლო ჩემპიონატზე თამაშით დაამტკიცეს“, – განაცხადა ამოომ.