ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი – შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა შედეგზე გავლენა მოახდინეს, რადგან ჩვენ 26 მაღალი დონის მოთამაშე გვყავს #1TVSPORT

12:09, 07.07.2026

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ კომენტარი გააკეთა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალის მატჩის შემდეგ, რომელშიც ესპანეთმა პორტუგალია 1:0 დაამარცხა.

დალასის სტადიონზე გამართული დაპირისპირების ბედი შეცვლაზე შესულმა „არსენალის“ თავდამსხმელმა, მიკელ მერინომ 90-ე წუთზე გადაწყვიტა და გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა.

„ამ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი სათადარიგოთა სკამიდან შესულმა მოთამაშეებმა შეასრულეს. მერინოს ვუთხარი, რომ ისე ეთამაშა, როგორც ყოველთვის აკეთებს – მისი როლი ნახევარმცველებისა და თავდამსხმელების მხარდაჭერაა.

ვიმედოვნებდი, რომ შეცვლაზე შესული ფეხბურთელები გუნდს საჭირო რიტმსა და ენერგიას შემატებდნენ. სათადარიგო მოთამაშეებმა შედეგზე გავლენა იმიტომ მოახდინეს, რომ ჩვენ მაღალი დონის 26 მოთამაშე გვყავს“, – განაცხადა ლუის დე ლა ფუენტემ.

მსგავსი