ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე - სუსტი მეტოქეები არ არსებობენ #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე - სუსტი მეტოქეები არ არსებობენ #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის H ჯგუფში კაბო ვერდესთან დაფიქსირებული ფრის (0:0) შემდეგ ევროპის ჩემპიონის, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე სუსტი გუნდები არ არსებობენ.

„პოზიტიურად ვართ განწყობილები და თამაშის გაუმჯობესება გვსურს. იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ხელსაყრელი მომენტი გვქონდა, დღევანდელი მატჩი უნდა მოგვეგო, თუმცა ენერგია და სიმწვავე დაგვაკლდა. ამის მიუხედავად, წინსვლა უნდა გავაგრძელოთ და ტემპი ავკრიფოთ. მომდევნო თამაშამდე დარჩენილ რამდენიმე დღეში ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ეს არის.

ვიცოდით, რომ ჩვენი მეტოქე ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდი იყო და ინდივიდუალურად კარგი მოთამაშეები ჰყავდა. იმასაც ვხვდებოდით, რომ ღრმა დაცვით ითამაშებდნენ. ამას ის ფაქტიც დაემატა, რომ ენერგია დაგვაკლდა, რაც საბოლოო შედეგის მიზეზი გახდა. ფეხბურთი ასეთია – სუსტი მეტოქეები არ არსებობენ“, — აღნიშნა ლუის დე ლა ფუენტემ.

ესპანეთის ნაკრები 2026 წლის მუნდიალზე მომდევნო მატჩს 21 ივნისს საუდის არაბეთთან ჩაატარებს.