ესპანეთის ნაკრები წყალბურთში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა #1TVSPORT

21:22, 24.07.2025

სინგაპურში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი წყალბურთში. მამაკაცთა ტურნირის ფინალში ესპანეთის ნაკრებმა 15:13 დაამარცხა უნგრეთი.

ესპანელებისთვის ეს არის მეოთხე გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ისინი გაუთანაბრდნენ აქამდე ყველაზე ტიტულოვან ნაკრებებს – უნგრეთსა და იტალიას.

მანამდე მესამე ადგილისთვის მატჩში საბერძნეთის ნაკრებმა სერბეთი 16:7 დაამარცხა.

მსგავსი