ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გუარდიოლაზე დღემდე ნაწყენია
ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გუარდიოლაზე დღემდე ნაწყენია

ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარე პედრო სანჩესი აცხადებს, რომ დღემდე შეურაცხყოფილია მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელის, პეპ გუარდიოლას სიტყვებით, რომლებიც მან 2017 წელს ბარსელონაში გამართული დემონსტრაციის დროს წარმოთქვა. გუარდიოლამ, რომელიც აქტიურად იყო ჩართული კატალონიის დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებასა და რეკლამირებაში, მაშინ განაცხადა, რომ ესპანეთი ავტორიტარული და მჩაგვრელი სახელმწიფოა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, კვლავ გრძნობდა თუ არა თავს შეურაცხყოფილად ამ სიტყვების გამო, პედრო სანჩესმა უპასუხა:

„დიახ, რა თქმა უნდა. დღემდე შეურაცხყოფილი ვარ, რადგან გუარდიოლას სიტყვებში სიმართლე სრულებით არ იყო. მეტიც, იმავე ქვეყანამ, რომელზეც ის ასე ცუდად საუბრობს, 2017 წელს მას ეროვნული გუნდის მწვრთნელობა შესთავაზა. სპორტი ეროვნული სიამაყის ელემენტია და მისი პოლიტიზირება არ შეიძლება“.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს გუარდიოლას მართლაც შესთავაზეს ესპანეთის ნაკრების მწვრთნელობა, რაზეც მან განაცხადა, რომ ამ თანამდებობაზე სიამოვნებით იმუშავებდა.