ესპანეთის კუნძულ ლა-პალმაზე ვულკანიდან ლავის ამოფრქვევა განახლდა
ესპანეთის კუნძულ ლა-პალმაზე ვულკანიდან ლავის ამოფრქვევა განახლდა

ესპანეთის კუნძულ ლა-პალმაზე, გარკვეული პაუზის შემდგომ, ვულკანიდან ლავის ამოფრქვევა განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევა 19 სექტემბერს დაიწყო. ლავა ვულკანის დასავლეთ ფერდობზე მიედინება და ზღვას უახლოვდება. სანაპირო რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ხელისუფლება სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს, რადგან ლავის ზღვაში ჩადინების შემთხვევაში, მოსალოდნელია აფეთქებები და მომწამვლელი აირის გამოყოფა.

ვულკანის ამოფრქვევის გამო კუნძულზე შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა.

ბოლო მონაცემებით, განადგურებულია 500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, ასევე ეკლესიები და ბანანის პლანტაციები. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე 178 მილიონი ევროთი ფასდება.