ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ლამინ იამალი ნაკრებს ოქტომბრის მატჩებში ვერ დაეხმარება #1TVSPORT
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ლამინ იამალი ნაკრებს ოქტომბრის მატჩებში ვერ დაეხმარება #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ლამინ იამალი ოქტომბრის მატჩებს გამოტოვებს, – ინფორმაციას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

როგორც ფედერაცია წერს, იამალს ტრავმა აქვს და 2-3 კვირის განმავლობაში ფეხბურთის თამაშს ვერ შეძლებს. ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის 18 წლის ვარსკვლავს ეროვნულ გუნდში.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი 11 ოქტომბერს საქართველოს შეხვდება, ხოლო 14-ში ბულგარეთს დაუპირისპირდება.

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ რაია (არსენალი), ალექს რემირო (რეალ სოსიედადი).

მცველები: ალეხანდრო გრიმალდო (ლევერკუზენი), მარკ კუკურელია (ჩელსი), პაუ კუბარსი (ბარსელონა), დანი ვივიანი (ბილბაო), რობინ ლე ნორმანი (ატლეტიკო), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), პედრო პორო (ტოტენჰემი), დინ ჰაუსენი (რეალ მადრიდი).

ნახევარმცველები: როდრი (მანჩესტერ სიტი), დანი ოლმო (ბარსელონა), მიკელ მერინო (არსენალი), მარტინ სუბიმენდი (არსენალი), ალეიშ გარსია (ლევერკუზენი), პედრი (ბარსელონა), ალექს ბაენა (ატლეტიკო), პაბლო ბარიოსი (ატლეტიკო).

თავდამსხმელები: მიკელ ოიარსაბალი (რეალ სოსიედადი), ფერან ტორესი (ბარსელონა), იერემი პინო (კრისტალ პალასი), სამუ (პორტუ), ხორხე დე ფრუტოსი (რაიო ვალეკანო), ხესუს როდრიგესი (კომო)