ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ლუის დე ლა ფუენტესთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ლუის დე ლა ფუენტესთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, ფინანსური უთანხმოების მიუხედავად, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ და ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ შეთანხმებას მიაღწიეს ახალ კონტრაქტზე.

უახლოეს დღეებში 63 წლის სპეციალისტი ხელს მიაწერს ხელშეკრულებას, რომელიც 2028 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. ეს ნიშნავს, რომ დე ლა ფუენტე უხელმძღვანელებს გუნდს ევრო 2028-ზე და შეეცდება 2024 წელს მოპოვებული ტიტულის შენარჩუნებას.

დე ლა ფუენტეს მიმდინარე კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.