ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაცია მოთამაშეებისთვის ხელფასების დაკლების გამო უკმაყოფილოა
ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაცია მოთამაშეებისთვის ხელფასების დაკლების გამო უკმაყოფილოა

ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაცია (AFE) უკმაყოფილოა იმ ზომების მიღებით გამო, რომლებსაც ლიგა და კლუბები კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართავენ.

ERTE-ს პროტოკოლის მიხედვით, ასოციაცია ხელფასების დაკლების წინააღმდეგია. ეს რეგლამენტი, ანაზღაურების შემცირების გარდა, ადამიანების გათავისუფლებასაც ითვალისწინებს. გარდა ამისა, ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაციას არ მოსწონს ფაქტი, რომ ლა ლიგის განახლების შემთხვევაში, კლუბებს ყოველ ორ დღეში მოუწევთ თამაში.

აღსანიშნავია, რომ პროფკავშირებიც მინიმუმ 72 საათში ერთხელ თამაშს ითხოვენ.