ესპანეთის ჩოგბურთის ფედერაციას ზაფხულში ალტერნატიული ტურნირების ჩატარება აქვს განზრახული
ესპანეთის ჩოგბურთის ფედერაციას ზაფხულში ალტერნატიული ტურნირების ჩატარება აქვს განზრახული

ესპანეთის ჩოგბურთის ფედერაცია ქვეყნის საუკეთესო ჩოგბურთელებს შორის საზაფხულო ტურის ჩატარებას გეგმავს.

„მარკას“ ინფორმაციით, ტურნირები გაიმართება იმ შემთხვევაში, თუ ATP და WTA  კორონავირუსის გამო შეწყვეტილ სეზონს არ განაახლებს.

ალტერნატივის სახით რვიდან ათ ტურნირამდე ესპანეთის სხვადასხვა კორტებზე გაიმართება, რაც ადგილობრივ ჩოგბურთელებს ფორმის შენარჩუნებაში დაეხმარება.