ესპანეთის ჩემპიონატში პაუზა გაურკვეველი ვადით გააგრძელეს
ესპანეთის ჩემპიონატში პაუზა გაურკვეველი ვადით გააგრძელეს

ესპანეთის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში – ლა ლიგაში კორონავირუსის პანდემიის ფონზე კარანტინი გაგრძელებულია, – ამის შესახებ წერს ტურნირის პრესსამსახური.

თუ 12 მარტს, ტურნირი ორი კვირით შეაჩერეს, ახლა მატჩების განახლების სავარაუდო ვადებიც კი არ დაუსახელებიათ – ჩემპიონატი გადადებულია გაურკვეველი ვადით, სანამ ესპანეთის მთავრობისგან ახალი მითითებები არ გავრცელდება. ეს კი მაშინ მოხდება, როცა ქვეყანაში აღარ იარსებებს ადამიანების ჯანმრთელობისთვის სარისკო სიტუაცია.

ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერია „ბარსელონა“, რომელიც ორი ქულით უსწრებს მადრიდის „რეალს“.