ესპანეთის ჩემპიონატის ტურის TOP7-ში ორი ქართველი მოხვდა [ვიდეო]
17:13, 17.12.2018
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-12 ტურის შემდეგ, ACB-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა შვიდი საუკეთესო მომენტის ვიდეო გამოაქვეყნა. მასში მეექვსე და მეოთხე ადგილებზე თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინის ჩატენვებია შესული.
თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ „ტენერიფეს“ შეხვდა და 7 ქულის სხვაობით – 63:70 წააგო. შენგელიამ მოედანზე 32 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი გაიფორმა -18 ქულა, 10 მოხსნა.
გიორგი შერმადინის „უნიკახამ“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და მეტოქე 78:73 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა 18 წუთში 4 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა.