ესპანეთის ჩემპიონატის მატჩი რასისტული სკანდალის გამო შეწყდა #1TVSPORT
ესპანეთის ჩემპიონატის მატჩი რასისტული სკანდალის გამო შეწყდა #1TVSPORT

ესპანეთის ლა ლიგას 29-ე ტურის მატჩში „კადისსა“ და „ვალენსიას“ შორის სკანდალი მოხდა. შეხვედრა 32-ე წუთზე შეწყდა და სტუმარმა ფეხბურთელებმა მინდორი დატოვეს.

ვალენსიელებმა ამგვარი გადაწყვეტილება საკუთარ თანაგუნდელ მუკტარ დიაკაბის მხარდასაჭერად მიიღეს. ირკვევა, რომ „კადისის“ მცველმა ხუან კალამ რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყო ფრანგი ფეხბურთელი.

დიაკაბიმ მსაჯთან დაიჩივლა, რის შემდეგაც მინდორი დატოვა. მალე მას თანაგუნდელებმაც მიბაძეს.

გარკვეული დროის შემდეგ, ფეხბურთელები მოედანზე დაბრუნდნენ, მაგრამ დიაკაბის გარეშე – ის შეცვალეს.

მატჩი „კადისმა“ 2:1 მოიგო.