ესპანეთის ჩემპიონატის დარჩენილი ნაწილი, შესაძლოა, კანარის კუნძულებზე ითამაშონ
ესპანეთის ჩემპიონატის დარჩენილი ნაწილი, შესაძლოა, კანარის კუნძულებზე ითამაშონ

ქალაქ ტენერიფეს სასტუმროების ასოციაციამ შესთავაზა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასა და ლა ლიგას ხელმძღვანელობას, რომ ქვეყნის ჩემპიონატი კანარის კუნძულებზე დაასრულონ.

ასოციაციის წარმომადგენლებმა საკუთარი წინადადება იმით დაასაბუთეს, რომ კუნძულები იზოლირებულია ესპანეთის კონტინენტური ნაწილისგან. კანარებზეა სეგუნდა დივიზიონის ორი კლუბი – „ლას პალმასი“ და „ტენერიფე“. გარდა ამისა, კუნძულებზე ძალიან ბევრი სასტუმროა და შესაბამისად, არ გაჭირდება პრიმერასა და სეგუნდას 42 კლუბის პერსონალის განთავსება, – იტყობინება გაზეთი „მარკა“.

ლა ლიგას ხელმძღვანელობა ჩემპიონატის განახლების რამდენიმე თარიღს განიხილავს.