ესპანეთის ჩემპიონატი - XXXVIII ტურის ფაქტები და სტატისტიკა
ესპანეთის ჩემპიონატი - XXXVIII ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები
* ზინედინ ზიდანმა მწვრთნელის რანგში კარიერაში პირველად წააგო ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ ორი მატჩი.
* იესპერ სილესენმა ესპანეთის ჩემპიონატის სამ მატჩში ორი საგოლე შეცდომა დაუშვა – იმდენივე, რამდენიც ტერ შტეგენმა მთელს სეზონში.
* მარტინ მანტოვანი ამ სეზონში პირველი მცველია, ვინც ერთ თამაშში ორივე კარში გაიტანა გოლი.
* “ვალენსია” ჩემპიონთა ლიგაზე მე-12 სეზონს ითამაშებს. ამ მაჩვენებლით ის ესპანურ კლუბებში მხოლოდ “რეალსა” და “ბარსელონას” ჩამორჩება.
* “ხეტაფემ” 59 ქულით საკლუბო რეკორდი დაამყარა.
* 18 წლის სერხიო კამელიომ ლა ლიგაში პირველი გოლი პირველივე დარტყმით გაიტანა.
* “ბეტისის” მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა ამ სეზონში მოიგო “კამპ ნოუზე” და “სანტიაგო ბერნაბეუზე”. ასეთი რამ ბოლოს გრეგორიო მანსანომ შეძლო 2002/03 წლების სეზონში.

შედეგები
ლევანტე-ატლეტიკო 2:2
გოლები: 1:0 კაბაკო (6), 2:0 როხერი (36), 2:1 როდრი ერნანდესი (68), 2:2 კამელიო (79)

ესპანიოლი-სოსიედადი 2:0
გოლები: 1:0 როსალესი (58), 2:0 ვუ ლეი (65)

ხეტაფე-ვილიარეალი 2:2
გოლები: 1:0 პორტილიო (13), 1:1 იბორა (44), 2:1 მაკსიმოვიჩი (76), 2:2 მორენო (87)

სევილია-ბილბაო 2:0
გოლები: 1:0 ბენ იედერი (44), 2:0 ელ ჰადადი (90+2)

ვალიადოლიდი-ვალენსია 0:2
გოლები: 0:1 სოლერი (36), 0:2 როდრიგო (52)

ალავესი-ჟირონა 2:1
გოლები: 1:0 ვაკასო (40), 2:0 კალერი (83), 2:1 პორტუ (86)

სელტა-ვალეკანო 2:2
გოლები: 0:1 ემბარბა (29-პენ), 0:2 მედრანი (71), 1:2 ასპასი (82-პენ), 2:2 ასპასი (90+2)

უესკა-ლეგანესი 2:1
გოლები: 0:1 მანტოვანი (39-საკ. კარში), 1:1 მანტოვანი (55), 2:1 მანტოვანი (83)

რეალი-ბეტისი 0:2
გოლები: 0:1 ლორენი (61), 0:2 ხესე (75)

ეიბარი-ბარსელონა 2:2
გოლები: 1:0 კუკურელია (20), 1:1 მესი (31), 1:2 მესი (32), 2:2 დე ბლასისი (45)

გათამაშების ცხრილი
1. ბარსელონა – 87 ქულა
2. ატლეტიკო – 76
3. რეალი – 68
4. ვალენსია – 61
5. ხეტაფე – 59
6. სევილია – 59
7. ესპანიოლი – 53
8. ბილბაო – 53

ბომბარდირები
36 – ლიონელ მესი (ბარსელონა)
21 – ქარიმ ბენზემა (რეალი)
21 – ლუის სუარესი (ბარსელონა)
20 – იაგო ასპასი (სელტა)