ესპანეთის ჩემპიონატი, XXVIII ტურის ფაქტები და სტატისტიკა
ესპანეთის ჩემპიონატი, XXVIII ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები
* ვალენსიამ ამ სეზონში ექვსი მატჩი დაასრულა უგოლო ფრით, რაც ყველაზე მეტია ევროპის ტოპ-5 ლიგებში.
* რეალს სელტასთან 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (+9=1-0);
* ლუის სუარესი 128 გოლით გაუთანაბრდა თანამემამულე დიეგო ფორლანს.
* ბარსელონას ბურთის ფლობის 43 პროცენტი ჰქონდა ბეტისთან. ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კატალონური გრანდისთვის ესპანეთის ჩემპიონატში 2004/05 წლების სეზონის შემდეგ.
* ლიონელ მესიმ ამ სეზონში ოთხი საჯარიმო გაიტანა, აგრეთვე შვიდი გოლი დააგროვა საჯარიმოს გარედან დარტყმებით. ორივე შედეგი საუკეთესოა ევროპის ტოპ-5 ლიგებში.
* მესის ესპანეთის ჩემპიონატში 33 ჰეთ თრიკი დაუგროვდა და ერთით ჩამორჩება კრიშტიანუ რონალდუს.
* ვისამ ბენ იედერმა ხუთი მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს. ეს სერია შვიდ გოლს მოიცავს.
* ადნან იანუზაიმ სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

შედეგები

სოსიედადი-ლევანტე 1:1
გოლები: 1:0 იანუზაი (26), 1:1 მაიორალი (79)

უესკა-ალავესი 1:3
გოლები: 0:1 კალერი (11-პენ), 1:1 ავილია (14-პენ), 1:2 გუიდეტი (80), 1:3 კალერი (86)

რეალი-სელტა 2:0
გოლები: 1:0 ისკო (62), 2:0 ბეილი (77)

ბილბაო-ატლეტიკო 2:0
გოლები: 1:0 ვილიამსი (73), 2:0 კოდრო (85)

ლეგანესი-ჟირონა 0:2
გოლები: 0:1 პორტუ (13), 0:2 პორტუ (22)

ეიბარი-ვალიადოლიდი 1:2
გოლები: 1:0 ორელიანა (54), 1:1 ვერდე (91-პენ), 1:2 ს. გვარდიოლა (93)

ესპანიოლი-სევილია 0:1
გოლი: 0:1 ბენ იედერი (53-პენ)

ვალენსია-ხეტაფე 0:0

ვილიარეალი-ვალეკანო 3:1
გოლები: 0:1 მ. სუარესი (20), 1:1 ეკამბი (50), 2:1 ეკამბი (52), 3:1 მორენო (88)

ბეტისი-ბარსელონა 1:4
გოლები: 0:1 მესი (18), 0:2 მესი (45+2), 0:3 ლუის სუარესი (63), 1:3 ლორენი (82), 1:4 მესი (85)

სატურნირო მდგომარეობა

1. ბარსელონა – 66 ქულა
2. ატლეტიკო – 56
3. რეალი – 54
4. ხეტაფე – 46
5. ალავესი – 44
6. სევილია – 43
7. ვალენსია – 40
8. ბეტისი – 39

ბომბარდირები

29 – მესი (ბარსელონა)
18 – ლუის სუარესი (ბარსელონა)
16 – ბენ იედერი (სევილია)
16 – სტუანი (ჟირონა)