ესპანეთის ჩემპიონატი - XXI ტურის ფაქტები და სტატისტიკა
ესპანეთის ჩემპიონატი - XXI ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები
– ქარიმ ბენზემას „ესპანიოლის“ წინააღმდეგ 54 წარმატებული პასი ჰქონდა.
– სერხიო რამოსმა „რეალის“ შემადგენლობაში, თავით 50-ე გოლი გაიტანა.
– ანტუან გრიზმანი მეორე ფეხბურთელია ლიონელ მესის შემდეგ, ვინც ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო შვიდ სეზონში, ათზე მეტი გოლის გატანა შეძლო.
– „ატლეტიკომ“ „ხეტაფესთან“ ბოლო 13 მატჩში არც ერთი გოლი არ გაუშვა.
ვისამ ბენ იედერმა ბოლო 11 მატჩში, ცხრა გოლში მიიღო მონაწილეობა.
– „სელტამ“ იაგო ასპასის გარეშე ოთხიდან ოთხი მატჩი წააგო.
– „ბარსელონამ“ ზედიზედ 32 გასვლით მატჩში, მინიმუმ ერთი გოლის გატანა შეძლო (სულ 78 გოლი).
– ლიონელ მესის ესპანეთის 36 სტადიონზე აქვს გოლი გატანილი (სულ 42 სტადიონზე უთამაშია).
– ჟორდი ალბა ამ სეზონში, ოფიციალურ მატჩებში 10 საგოლე პასი დაუგროვდა.

შედეგები
სევილია-ლევანტე 5:0
გოლები: 1:0 ბენ იედერი (48), 2:0 ანდრე სილვა (60), 3:0 ფ. ვასკესი (71), 4:0 სარაბია (80-პენ), 5:0 პრომესი (90)

ატლეტიკო-ხეტაფე 2:0
გოლები: 1:0 გრიზმანი (27), 2:0 საულ ნიგესი (37)

ლეგანესი-ეიბარი 2:2
გოლები: 0:1 კიკე (29), 0:2 ჯორდანი (36), 1:2 ენ-ნესირი (46), 2:2 ენ-ნესირი (67)

ვალენსია-ვილიარეალი 3:0
გოლები: 1:0 დიაქაბი (4), 2:0 ჩერიშევი (51), 3:0 როდრიგო (86)

ვალიადოლიდი-სელტა 2:1
გოლები: 0:1 სისტო (16), 1:1 პლანიო (55), 2:1 კეკო (69)

ჟირონა-ბარსელონა 0:2
გოლები: 0:1 სემედუ (9), 0:2 მესი (68)

ბილბაო-ბეტისი 1:0
გოლი: 1:0 მუნიაინი (21)

სოსიედადი-უესკა 0:0

ესპანიოლი-რეალი 2:4
გოლები: 0:1 ბენზემა (4), 0:2 სერხიო რამოსი (15), 1:2 ლეო ბაპტიშტაო (25), 1:3 ბენზემა (45), 1:4 ბეილი (67), 2:4 როსალესი (81)

ალავესი-ვალეკანო ორშაბათს

სატურნირო მდგომარეობა
1. ბარსელონა – 49 ქულა
2. ატლეტიკო – 44
3. რეალი -39
4. სევილია – 36
5. ალავესი – 32
6. ხეტაფე – 31

ბომბარდირები
19 – ლიონელ მესი (ბარსელონა)
15 – ლუის სუარესი (ბარსელონა)
12 – კრისტიან სტუანი (ჟირონა)

დატოვე კომენტარი