ესპანეთის ჩემპიონატი - პირველი ტურის ფაქტები და სტატისტიკა
ესპანეთის ჩემპიონატი - პირველი ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* ბოლო 818 დღეში პირველად, „რეალმა“ „ბარსელონას“ გაუსწრო ცხრილში.

* ზედიზედ მეხუთე თამაშია, „ბარსელონა“ სერხიო ბუსკეტსის გარეშე ლა ლიგაში ვერ იგებს.

* ლუის სუარესი „ბარსელონაში“ თამაშისას პირველად შეცვალეს პირველ ტაიმში.

* გარეტ ბეილმა „სელტას“ წინააღმდეგ ცხრა მატჩში რვა გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა – 6 გოლი+2 პასი.
* ლუკა მოდრიჩი „რეალის“ მაისურით პირველად გააძევეს კარიერაში.

* „სელტას“ ფეხბურთელი იკერ ლოსადა XXI საუკუნეში დაბადებული მეოთხე ფეხბურთელია, ვინც ლა ლიგაში გოლის გატანა შეძლო.

* მიკელ ოიარსაბალმა XXI საუკუნეში ლა ლიგის ყველაზე გვიანი გოლი გაიტანა – 101-ე წუთზე.

* „ვილიარეალი“ მე-20 კლუბია ესპანეთის ჩემპიონატში, რომელმაც 1000 გოლი გაიტანა.

* რობერტო სოლდადო პირველი მოქმედი ფეხბურთელია, ვისაც ლა ლიგაში ექვს სხვადასხვა კლუბში გაუტანია: „ვალენსია“ (59 გოლი), „ხეტაფე“ (29), „ოსასუნა“ (11), „ვილიარეალი“ (9), „რეალი“ (2) და „გრანადა“ (1).

* 2015 წლიდან მოყოლებული, ევროპის ტოპ 5 ლიგებში ალვარო მორატას ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი თავით – 17.

შედეგები

ბილბაო-ბარსელონა 1:0

გოლი: 1:0 ადურიზი (89)

სელტა-რეალი 1:3

გოლები: 0:1 ბენზემა (12), 0:2 კროოსი (61), 0:3 ლუკას ვასკესი (80), 1:3 ლოსადა (91)

ვალენსია-სოსიედადი 1:1

გოლები: 1:0 გამეირო (58), 1:1 ოიარზაბალი (101-პენ)

მალიორკა-ეიბარი 2:1

გოლები: 1:0 დ. როდრიგესი (4), 1:1 ოლივეირა (57), 2:1 ოლივეირა (75 ს.კ.)

ვილიარეალი-გრანადა 4:4

გოლები: 1:0 კასორლა (35-პენ), 1:1 ვიკო (45+6-პენ), 2:1 მ. გომესი (53), 2:2 მაჩისი (62), 3:2 მორენო (65), 4:2 ჩუკვუეზე (73), 4:3 სოლდადო (75), 4:4 პუერტასი (81)

ლეგანესი-ოსასუნა 0:1

გოლი: 0:1 ჩიმი ავილია (75)

ალავესი-ლევანტე 1:0

გოლი: 1:0 ხოსელუ (54)

ესპანიოლი-სევილია 0:2

გოლები: 0:1 რეგილონი (44), 0:2 ნოლიტო (86)

ბეტისი-ვალიადოლიდი 1:2

გოლები: 0:1 გვარდიოლა (63), 1:1 ლორენი (68), 1:2 პლანიო (89)

ატლეტიკო-ხეტაფე 1:0

გოლი: 1:0 მორატა (23)