ესპანეთის ჩემპიონატი. III ტურის ფაქტები და სტატისტიკა
ესპანეთის ჩემპიონატი. III ტურის ფაქტები და სტატისტიკა
ფაქტები
* გარეტ ბეილი „რეალის“ მეორე ფეხბურთელია XXI საუკუნეში, ვინც ერთ მატჩში დუბლი შეასრულა და წითელი ბარათი მიიღო. 2010 წლის იანვარში იგივე გააკეთა „მალაგას“ წინააღმდეგ კრიშტიანუ რონალდუმ.
* ტიბო კურტუას ზედიზდე 11 მატჩია „მშრალად“ არ შეუნახავს კარი, რაც მის კარიერაში ყველაზე ცუდი სერიაა.
* „ატლეტიკომ“ 2009 წლის მაისის შემდეგ პირველად მოიგო მატჩი ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ.
* დიეგო სიმეონეს მწვრთნელობისას, „ატლეტიკომ“ პირველად გაუშვა პირველ 20 წუთში ორი გოლი.
* ინიაკი უილიამსმა ზედიზედ 122-ე მატჩი ჩაატარა, რაც XXI საუკუნეში ლა ლიგაში ყველაზე გრძელი სერიაა.
* „ბარსელონას“ პირველ სამ ტურში ოთხი ქულა 2008-09 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონია.
* ანსუ ფატი (16 წლისა და 305 დღის) მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია ლა ლიგას ისტორიაში, ვინც გოლი გაიტანა. უფრო ახალგაზრდები იყვნენ: ფაბრის ოლინგა (16 წლის და 98 დღის) და იკერ მუნიაინი (16 წლის და 298 დღის).
შედეგები
სევილია-სელტა 1:1
გოლები: 1:0 ფრ. ვასკესი (81), 1:1 დ. საურესი (84)
ბილბაო-სოსიედადი 2:0
გოლები: 1:0 ი. უილიამსი (11), 2:0 რ. გარსია (28)
ოსასუნა-ბარსელონა 2:2
გოლები: 1:0 რ. ტორესი (7), 1:1 ფატი (51), 1:2 არტური (64), 2:2 რ. ტორესი (81-პენ)
ხეტაფე-ალავესი 1:1
გოლები: 1:0 მოლინა (24), 1:1 ხოსელუ (31)
ლევანტე-ვალიადოლიდი 2:0
გოლები: 1:0 ლეონი (83), 2:0 მორლესი (90+3)
ბეტისი-ლეგანესი 2:1
გოლები: 0:1 ბრაიტვაიტი (50), 1:1 ლორენი (54), 2:1 ფეკირი (61)
ვალენსია-მალიორკა 2:0
გოლები: 1:0 პარეხო (43-პენ), 2:0 პარეხო (57-პენ)
ატლეტიკო-ეიბარი 3:2
გოლები: 0:1 ჩარლზი (7), 0:2 არბილია (19), 1:2 ჟოაო ფელიქსი (27), 2:2 ვიტოლო (52), 3:2 თომასი (90)
ესპანიოლი-გრანადა 0:3
გოლები: 0:1 პუერტასი (13), 0:2 ფერნანდესი (68), 0:3 აზიზი (74)
ვილიარეალი-რეალი 2:2
გოლები: 1:0 ხ. მორენო (12), 1:1 ბეილი (45+1), 2:1 მოი გომესი (74), 2:2 ბეილი (86)
სატურნირო მდგომარეობა
1. ატლეტიკო – 9
2. სევილია -7
3. ბილბაო – 7
4. ლევანტე – 6
5. რეალი -5
6. ოსასუნა – 5
7. ალავესი – 5
8. ბარსელონა – 4
ბომბარდირები:
3 – ლორენი (ბეტისი)
3 – ხ. მორენო (ვილიარეალი).