ესპანეთის ჩემპიონატი 28 მაისამდე არ განახლდება

20:59, 07.04.2020

ესპანური ლა ლიგას პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ტურნირის განახლების შესაძლო ვადები დაასახელა.

ტებასის სიტყვებით, მატჩების განახლების ყველაზე ოპტიმისტური სცენარია 28 მაისი. სხვა ვარიანტებია – 6 ან 28 ივნისი. ამასთან, ვერცერთი გუნდი შეძლებს, რომ სავარჯიშო პროცესს 26 აპრილამდე ადრე დაუბრუნდეს.

„უეფას-თან ერთად განვიხილავთ ყველა შესაძლო სცენარს, რათა დავუბრუნდეთ მატჩების ჩატარებას. ყველაზე სავარაუდო თარიღებია – 28 მაისი, 6 ივნისი ან 28 ივნისი. ჩვენ არ შეგვიძლია კონკრეტული ვადის დასახელება. ამას გამოგვიცხადებს ესპანეთის მთავრობა, მაგრამ ჩვენ ისევ გვაქვს დრო, რომ ვარჯიშები დავიწყოთ და მოვემზადოთ“, – თქვა ტებასმა.

ესპანეთის ჩემპიონატში გასულია 27 ტური და 58 ქულით „ბარსელონა“ ლიდერობს.

მსგავსი