ესპანეთის ჩემპიონატი 12 ივნისს სევილიური დერბით განახლდება
ესპანეთის ჩემპიონატი 12 ივნისს სევილიური დერბით განახლდება

ესპანეთის ჩემპიონატში სეზონი 12 ივნისს, „ბეტისისა“ და „სევილიას“ მატჩით განახლდება. ამის შესახებ რამდენიმე ესპანურ წყაროზე დაყრდნობით „დეილი მეილმა“ დაწერა.

ვარაუდობენ, რომ სეზონის 12 ივნისს განახლების შესახებ ოფიციალურად 28 მაისს გამოაცხადებენ.

ესპანეთის ჩემპიონატი მარტის დასაწყისიდან არის შეჩერებული. ამ მომენტისთვის „ლა ლიგაში“ 27 ტურია ნათამაშები. 58 ქულით ლიდერობს „ბარსელონა“, რომელიც მადრიდის „რეალს“ ორი ქულით უსწრებს.