ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, კოსოვო - საქართველოს ნაკრების მეტოქეები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევზე
ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, კოსოვო - საქართველოს ნაკრების მეტოქეები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევზე

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა, რომელმაც გაარკვია საქართველოს ნაკრების მეტოქეები.

წილისყრისას კალათიდან ბურთულები იტალიისა და ნიდერლანდების ნაკრებების ყოფილმა ფებურთელებმა, დანიელე დე როსიმ და რაფაელ ვან დერ ვაარტმა ამოიღეს.

საქართველო ევროპის ზონის B ჯგუფში მოხვდა:

ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, საქართველო, კოსოვო

საქართველო მე-4 სიძლიერის გუნდების კალათაში იყო და ამავე კალათაში მყოფ გუნდებთან მეტოქეობა თავიდან აიცოლა – ბოსნია-ჰერცეგოვინა, სლოვენია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, ბულგარეთი, ისრაელი, ბელარუსი, ლუქსემბურგი. ჩვენი ნაკრები პირველად ითამაშებს შვედეთისა და კოსოვოს ნაკრებების წინააღმდეგ.

ყატარში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის მებრძოლი 55 ევროპული ნაკრები 10 ჯგუფში გადანაწილდა, ფინალურ ეტაპზე კი 13 ქვეყანა იასპარეზებს.

უეფას ზონაში შესარჩევი ტურნირის პირველი ტური 2021 წლის 24-25 მარტს გაიმართება. ძირითადი შესარჩევი ეტაპი 16 ოქტომბერს დასრულდება. პლეი-ოფი გაიმართება 2022 წლის 24, 25, 28 და 29 მარტს. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ყატარში 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.