ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტია, საფრანგეთი მეორეა, არგენტინა - მესამე (ESPN) #1TVSPORT
ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტია, საფრანგეთი მეორეა, არგენტინა - მესამე (ESPN) #1TVSPORT

ამერიკული ტელეკომპანიის, ESPN-ის ვერსიით, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი ესპანეთის ნაკრებია.

რეიტინგის შედგენაში მონაწილეობდა 20 ჟურნალისტი, რომლებსაც უნდა დაესახელებინათ ფავორიტთა TOP-15-ის საკუთარი ვერსია. გამოკითხვის შედეგები საერთო ცხრილში გააერთიანეს და საბოლოო რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. ესპანეთი
  2. საფრანგეთი
  3. არგენტინა
  4. ინგლისი
  5. ბრაზილია
  6. პორტუგალია
  7. გერმანია
  8. ნიდერლანდები
  9. მაროკო
  10. ნორვეგია
  11. ბელგია
  12. კოლუმბია
  13. სენეგალი
  14. ხორვატია
  15. იაპონია

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება.