ესპანეთი განვითარებად ქვეყნებს „კოვიდ-19“-თან გამკლავებაში 1,7 მილიარდი ევროთი დაეხმარება
ესპანეთი განვითარებად ქვეყნებს „კოვიდ-19“-თან გამკლავებაში 1,7 მილიარდი ევროთი დაეხმარება

„როიტერის“ ინფორმაციით, ესპანეთი განვითარებად ქვეყნებს „კოვიდ-19“-თან გამკლავებაში 1,7 მილიარდი ევროთი დაეხმარება.

ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არანჩა გონზალეზ ლაიამ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, ესპანეთს სურს, განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობა ვირუსისგან დაიცვას და ჯანდაცვის სისტემები გააძლიეროს.