ესპანეთი ერთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთი ერთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრებმა ერთა ლიგის „ოთხთა ფინალის“ ნახევარფინალში იტალია 2:1 დაამარცხა და კვირას ფინალში ითამაშებს.

ანგარიში ესპანეთმა დებიუტშივე გახსნა და ამაში მას იტალიის ნაკრების კაპიტანი ლეონარდო ბონუჩი დაეხმარა, რომელმაც ჯანლუიჯი დონარუმას დაგორებული ბურთი დაკარგა და იერემი პინო მეკარესთან პირისპირ დატოვა.

თუმცა, იტალიამ მალე გაათანაბრა და აქაც მეტოქე გუნდის მცველის შეცდომა აღმოჩნდა მთავარი – ესპანეთის ნაკრების დებიუტანტმა, რობინ დე ნორმანდმა საჯარიმოში ხელით ითამაშა და პენალტი ჩირო იმობილემ გამოიყენა.

საყაიმო ანგარიში თითქმის ძირითადი დროის ბოლომდე შენარჩუნდა, მაგრამ დამატებითი დრო მაინც არ დაინიშნა – ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ შეცვლა გამოიცნო, როცა ალვარო მორატას ნაცვლად მოედანზე ხოსელუ შეუშვა. 89-ე წუთზე სწორედ მან გაიტანა გამარჯვების გოლი, რამაც ესპანეთი ერთა ლიგის „ოთხთა ფინალის“ გადამწყვეტ მატჩში გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ წინა გათამაშების ნახევარფინალშიც ეს გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინაც ესპანეთმა 2:1 მოიგო.

ფინალში ესპანეთი 18 ივნისს ხორვატიას შეხვდება, რომელმაც ერთი დღით ადრე დამატებით დროში 4:2 დაამარცხა ნიდერლანდები. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

ესპანეთი-იტალია            2:1

გოლები: 1:0 პინო (3), 1:1 იმობილე (11-პენ), 2:1 ხოსელუ (89)

ესპანეთი: უნაი სიმონი, ხესუს ნავასი, ლაპორტი, ლე ნორმანდი, ჟორდი ალბა, მერინო (74. ფაბიან რუისი), როდრი, პინო (74. ფატი), გავი (68. სერხიო კანალესი), როდრიგო (46. მარკო ასენსიო), ალვარო მორატა (85. ხოსელუ).

იტალია: დონარუმა, დი ლორენცო, ბონუჩი (46. დარმიანი), ტოლოი, აჩერბი, სპინაცოლა (46. დიმარკო), ჟორჟინიო (61. კრისტანტე), ბარელა, ფრატეზი (76. ვერატი), ძანიოლო, იმობილე (60. კიეზა).