ესპანელი მეკარე „დინამო თბილისში“ – ანდრეს პრიეტო „რეალის“ აღზრდილია [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანელი მეკარე „დინამო თბილისში“ – ანდრეს პრიეტო „რეალის“ აღზრდილია [ვიდეო] #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ ესპანელი მეკარე დაიმატა – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

დედაქალაქელთა შემადგენლობას ესპანელი გოლკიპერი ანდრეს პრიეტო შეემატა. 27 წლის ფეხბურთელმა „დინამოსთან“ კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე გააფორმა. მეკარემ უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და გუნდს უახლოეს ვარჯიშზე შეუერთდება“, – წერია კლუბის პრესსამსახურის განცხადებაში.

პრიეტო მადრიდის „რეალის“ აღზრდილია, სხვადასხვა დროს კი „მალაგას“, „ლეგანესის“ და „ესპანიოლის“ რიგებში გამოდიოდა. მისი ბოლო კლუბი „ბირმინგემ სიტი“ გახლდათ.

ახალი მეკარის მოყვანის აუცილებლობა როინ კვასხვაძის წასვლის შემდეგ დადგა. ანდრეს პრიეტოს გამოცდილება „დინამოს“ აიმედებს, რომ კარგი კარის დარაჯი დაიმატეს. რაც მთავარია, ეს იყო ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომლითაც გუნდის რეორგანიცაზია დაიწყო.

ანდრეს პრიეტო მეორე უცხოელი მეკარეა, რომელიც ზაფხულის სტრანსფერო „ფანჯრის“ დროს ეროვნულ ლიგაში გადმოვიდა. მანამდე თბილისის „ლოკომოტივმა“ ნიდერლანდელი მარკ სპენკელინკი დაიმატა, რომელმაც ორი მატჩი ჩაატარა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა.