ესპანელი ეპიდემიოლოგი - გამორიცხულია 2022 წლამდე მაყურებლების სტადიონზე გამოჩენა
ესპანელი ეპიდემიოლოგი - გამორიცხულია 2022 წლამდე მაყურებლების სტადიონზე გამოჩენა

ესპანელმა ეპიდემიოლოგმა ორიელ მიტამ გამოთქვა აზრი, რომ გულშემატკივრები სტადიონებზე კიდევ წელიწადნახევარი არ უნდა გამოჩდნენ, რათა გამოირიცხოს კორონავირუსის ახალი აფეთქება.

„კიდევ ბევრი თვე უნდა გავიდეს იმისთვის, რომ ხალხმა შეძლოს მსხვილ სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება. ყველაფერი იმუნიზაციაზე იქნება დამოკიდებული. თუ ის არ არსებობს, მაშინ სპორტული მოვლენაც ვერ ჩატარდება ნორმალურად ერთი ან ორი წლის განმავლობაში. ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ინფიცირებულმა ადამიანმა ხალხში, შესაძლოა ყველა დააინფიციროს და ახალი აფეთქება გამოიწვიოს, რომელიც ყველაფერს თავიდან დაიწყებს“, – განაცხადა ეპიდემიოლოგმა Radio Catalunha-სთან ინტერვიუში.