ესპანელი ჟურნალისტი – ზაფხულში კლოპი „რეალის“ მთავარი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT
გერმანელი სპეციალისტი იურგენ კლოპი ზაფხულში მადრიდის „რეალის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება, – წერს ჟურნალისტი ფრანსუა გალიარდო, რომელსაც სოციალურ ქსელ X-ში 48 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.
წყაროს ცნობით, უახლოეს ზაფხულში კლოპი „რეალში“ ალვარო არბელოას შეცვლის იმ შედეგების მიუხედავად, რომელსაც მადრიდული კლუბი ამ სეზონში აჩვენებს. გერმანელ მწვრთნელს უკვე გაფორმებული აქვს კონტრაქტი „რეალთან“.
„ლივერპულის“ ყოფილი დამრიგებელი კლოპი 2024 წლის ზაფხულიდან უმუშევარია. 2025 წლის იანვრიდან მოყოლებული ის კომპანია „რედ ბულში“ საფეხბურთო მიმართულების ხელმძღვანელია.