ესპანელი ჟურნალისტი - პსჟ-ს მესისა და ნეიმარის გაშვება სურს #1TVSPORT
ესპანელი ჟურნალისტი - პსჟ-ს მესისა და ნეიმარის გაშვება სურს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ახალ სპორტულ ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ლიონელ მესი და ნეიმარი არ ერგებიან გუნდის განახლების ახალ პროექტს და სურვილი აქვთ, რაც შეიძლება სწრაფად გამოეთხოვონ მათ. ეს ინფორმაცია გააჟღერა ესპანელმა ჟურნალისტმა პედრო მორატამ ხუთშაბათს პროგრამა El Partidazo de COPE-ში.

მორატას სიტყვებით, პსჟ-ში აღარ სურთ და არ შეუძლიათ აქცენტი გაამახვილონ ვარსკვლავურ არგენტინელსა და ბრაზილიელზე, თუმცა, ამასთან, ესმით, რომ კლუბისთვის ძალიან რთული იქნება მათი თავიდან მოცილება. ასეთია პარიზელთა ახალი სპორტული დირექტორის, ლუიშ კამპუშისა და კრისტოფ გალტიეს პოზიცია, რომელსაც უახლოეს ხანში დანიშნავენ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად.

კამპუშისა და გალტიეს იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ჩატარდეს საკადრო პოტენციალის განახლება, ამაღლდეს კონკურენცია და შეიქმნას ახალი, უფრო კონკურენტუნარიანი გუნდი. მორატას თქმით, ახალი სტრატეგია ითვალისწინებს 35 წლის მესისა და 30 წლის ნეიმარის გაშვებას და მათ გარეშე ახალი გუნდის მშენებლობას.

დატოვე კომენტარი