„ასოშიეიტედ პრესი“ - რუს ბიზნესმენებს სურთ, უკრაინის დახმარების სანაცვლოდ, სანქციები მოუხსნან, ამ წინადადებამ დასავლეთში ინტერესი გამოიწვია
„ასოშიეიტედ პრესი“ - რუს ბიზნესმენებს სურთ, უკრაინის დახმარების სანაცვლოდ, სანქციები მოუხსნან, ამ წინადადებამ დასავლეთში ინტერესი გამოიწვია

„ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, რუს ბიზნესმენებს სურთ, უკრაინის დახმარების სანაცვლოდ, სანქციები მოუხსნან. როგორც სააგენტო იუწყება, ასეთი წინადადებით გამოვიდა ერთ-ერთი რუსი ოლიგარქი, რომელმაც შესაბამისი იდეა კანადის ფინანსთა მინისტრ ქრისტია ფრილანდს გააცნო. თავის მხრივ, ფრილანდმა ამ ინიციატივის შესახებ ისაუბრა დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე.

როგორც „ასოშიეიტედ პრესი“ წერს, ამ წინადადებამ ინტერესი გამოიწვია, რადგან დასავლეთს სურს, რომ ოლიგარქებმა კრემლისგან დისტანცირების მაგალითი აჩვენონ. „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, კანადის ფინანსთა მინისტრის მიერ გახმიანებული ინიციატივის შესახებ ინფორმირებულები არიან კიევშიც.

როგორც ცნობილია, ამჟამად სანქციები დაწესებული აქვს ბევრ მსხვილ რუს ბიზნესმენს, მათ შორის მიხაილ ფრიდმანსა და რომან აბრამოვიჩს.