ესკერხან მადიევს მედლამდე ერთი გამარჯვება დააკლდა [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიო 2020-ზე წარმატებით იასპარეზა ქართველმა მოკრივემ ესკერხან მადიევმა, რომელმაც 69 კგ წონით კატეგორიაში 1/4 ფინალამდე მიაღწია.

ნახევარფინალში გასვლა მედლის მიღებას ნიშნავდა, რადგან 1/2 ფინალში დამარცხებულებიც ჯილდოვდებიან ბრინჯაოს მედლებით, თუმცა ესკერხანს მეტოქედ ROC-ის წარმომადგენელი გამოცდილი ანდრეი ზამკოვოი ერგო და გარამჯვება სწორედ მადიევის მოწინაარმდეგეს დარჩა.

შეგახსენებთ, რომ კრივში ესკერხან მადიევის გარდა საქართველოს სახელით გამოდიოდნენ სახილ ალახვერდოვი (52კგ) და გიორგი ხარაბაძე (75კგ).

კრივი

ესკერხან მადიევი (69 კგ.)

1/16 ფინალი. მადიევი VS სოტომაიორი (აზერბაიჯანი)

1/8 ფინალი. მადიევი VS ბვოგი (უგანდა)

1/4 ფინალი. მადიევი VS ზამკოვოი (ROC)