„ეშტორილმა“ ნოდარ ლომინაძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა #1TVSPORT
პრაიას „ეშტორილმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „დინამო თბილისის“ ნახევარმცველთან, ნოდარ ლომინაძესთან კონტრაქტი გააფორმა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„გვინდა, გაცნობოთ, რომ „ეშტორილი“ „დინამო თბილისს“ ნახევარმცველ ნოდარ ლომინაძის ტრანსფერზე შეუთანხმდა. 23 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა და პირველი ქართველი გახდა, რომელიც გუნდს შეუერთდა. ლომინაძე 66-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
194 სმ სიმაღლის ნახევარმცველი ფიზიკურად ძლიერია. მიმდინარე სეზონში „დინამო თბილისში“ 17 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. „დინამოსთან“ ერთად 2020 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ლომინაძემ 17 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში, ორჯერ დაუპირისპირდა პორტუგალიას 2023 და 2025 წლების ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. კეთილი იყოს შენი მობრძანება, ლომინა“, – წერია კლუბის განცხადებაში.
„როდესაც ჩამოვედი, განსაკუთრებით გულშემატკივრის თბილი დახვედრით მოვიხიბლე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „ეშტორილი“ თამაშის შესაძლებლობა მაქვს“, – თქვა ნოდარ ლომინაძემ.