ეშლი იანგი „ინტერში“ 1.5 მილიონ ევროდ გადავიდა
ეშლი იანგი „ინტერში“ 1.5 მილიონ ევროდ გადავიდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი ეშლი იანგი მილანის „ინტერის“ ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ დაწერა იტალიური კლუბის ოფიციალურმა „ტვიტერმა“. 34 წლის იანგმა „ინტერთან” ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

ტრანსფერის თანხამ 1.5 მილიონი ევრო შეადგინა. იანგი „ინტერში“ მე-15 ნომრად ითამაშებს.

ეშლი იანგი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2011 წლიდან თამაშობდა. ამ გუნდთან ერთად მან პრემიერლიგა, ინგლისის თასი, ინგლისის ლიგის თასი და ევროპის ლიგა მოიგო.

იანგის ტრანსფერის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი კაპიტანი იქნება ჰარი მაგუაირი.