ეშლი ბარტი წლის საუკეთესო ქალი ჩოგბურთელია
ეშლი ბარტი წლის საუკეთესო ქალი ჩოგბურთელია

ქალთა ჩოგბურთის ასოციაციამ (WTA) თავის ოფიციალურ გვერდზე 2019 წლის ლაურეატები დაასახელა.

წლის საუკეთესო ავსტრალელი ეშლი ბარტი გახდა. იგი ექვსჯერ გავიდა ფინალში, საიდანც ოთხში გამარჯვება მოიპოვა. მან „როლან გაროსის“ და წლის შემაჯამებელი ტურნირის მოგება შეძლო.

ბარტი 1976 წლის შემდეგ პირველი ავსტრალიელი გახდა, ვინც რეიტინგის სათავეში მოექცა. ეშლიმ წელი პირველ ადგილზე დაასრულა. მან ასევე 2019 წელს ყველაზე მეტი, 57 გამარჯვება მოიპოვა.