ეშლი ბარტი რეიტინგის ლიდერად დარჩება
ეშლი ბარტი რეიტინგის ლიდერად დარჩება

ჩინეთის ქალაქ უჰანში ქალებს შორის „პრემიერ“-კატეგორიის ტურნირი ტარდება. გაიმართა მერვედფინალური ეტაპის მატჩები.

მეორე ნომრად განთესილმა ჩეხმა ჩოგბურთელმა კაროლინა პლიშკოვამ, მოულოდნელად, თითქმის უბრძოლველად წააგო 19 წლის უკრაინელ დიანა იასტრემსკასთან – 1:6, 4:6. ეს შედეგი ნიშნავს იმას, რომ პლიშკოვა მომავალი კვირიდან ვერ ჩაუდგება სათავეში ქალთა რეიტინგს.

კლასიფიკაციის პირველ ნომრად დარჩება ავსტრალიელი ეშლი ბარტი. მის გასასწრებად პლიშკოვას სჭირდებოდა მინიმუმ ნახევარფინალამდე მისვლა, თან ბარტის მეოთხედფინალში გავარდნა. თუ ეს ჩოგბურთელები ფინალში გავიდოდნენ, პირველი ნომერი გადამწყვეტი მატჩის მოგებული გახდებოდა.

1/8 ფინალის შედეგები:

რიბაკინა (ყაზ)-ჰალეპი (რუმ) 5:4 უარი

სვიტოლინა (უკრ)-კუზნეცოვა (რუს) 6:4, 6:2

ბარტი (ავსტრა)-კენინი (აშშ) 6:3, 7:5

საბალენკა (ბლრ)-ბერტენსი (ჰოლ) 6:1, 7:6(9)

მარტიჩი (ხორ)-კუდერმეტოვა (რუს) 6:3, 6:1

რისკე (აშშ)-კ. ვანგი (ჩინ) 6:2, 6:1

იასტრემსკა (უკრ)-კარ. პლიშკოვა (ჩეხ) 6:1, 6:4

კვიტოვა (ჩეხ)-სტივენსი (აშშ) 6:3, 6:3

1/4 ფინალში ხვდებიან:

ბარტი (ავსტრა)-მარტიჩი (ხორ)

რიბაკინა (ყაზ)-საბალენკა (ბლრ)

რისკე (აშშ)-სვიტოლინა (უკრ)

კვიტოვა (ჩეხ)-იასტრემსკა (უკრ)