ეს ყოველგვარ ზღვარს გადადის, არავინაა ფეხბურთის მფლობელი – უეფა ფიფა-ს გეგმას გამოეხმაურა #1TVSPORT

22:34, 28.07.2026

მთავარი ევროპული საფეხბურთო ორგანო უეფა მყისიერად გამოეხმაურა ფიფა-ს გეგმას კერძო ინვესტორებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის წილის მიყიდვის თაობაზე.

„ეს ყველანაირ ზღვარს გადადის, რომელსაც ხელმძღვანელმა საფეხბურთო ორგანოებმა არასოდეს უნდა გადააბიჯონ. უეფა ამ საკითხს მთელი სერიოზულობით ეკიდება. ასევე უნდა მოიქცეს ყველა ეროვნული ფედერაცია და ყველა დაინტერესებული მხარეც: ლიგები, კლუბები, მოთამაშეები, გულშემატკივრები, მთავრობები და თითოეული, ვისთვისაც არ არის სულერთი ფეხბურთის მომავალი.

ფეხბურთის მართვის სისტემა – ის აქტივი არ არის, რომლითაც შეიძლება ვაჭრობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ არსებობს გამჭვირვალობა იმასთან დაკავშირებით, ვინ მიიღებს ფინანსურ მოგებას. არცერთი ჩვენგანი არ არის ფეხბურთის მფლობელი და ფიფა-ს არ აქვს მისი გაყიდვის უფლება“, – წერია უეფა-ს განცხადებაში.

მსგავსი