ეს ტყუილი და აბსურდია -  ინგლისის პრემიერლიგაში სავარაუდო გადასვლის შესახებ გავრცელებული სიახლის შემდეგ „რეალი“ განცხადებით გამოვიდა #1TVSPORT
ეს ტყუილი და აბსურდია -  ინგლისის პრემიერლიგაში სავარაუდო გადასვლის შესახებ გავრცელებული სიახლის შემდეგ „რეალი“ განცხადებით გამოვიდა #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა გამოვიდა განცხადებით იმ ახალი ამბის შემდეგ, თითქოს კლუბი ესპანური ლა ლიგას დატოვებასა და ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლას ფიქრობს.

„იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ Mundo Deportivo-ში, „რეალს“ სურს განმარტოს, რომ ეს აბსოლუტური ტყუილი და აბსურდია. ეს შეუძლებელია მოხდეს. ასეთი სიახლეებით გამოცემას სურს კიდევ ერთხელ ააფორიაქოს ჩვენი კლუბის ყოველდღიური ცხოვრება“, – წერია „რეალის“ ვებგვერდზე.

Mundo Deportivo-მ დაწერა, რომ „რეალი“ რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილავს ესპანეთის ლა ლიგადან გასვლის შესაძლებლობას. გამოცემის ინფორმაციით, მადრიდული კლუბი ფიქრობს ამგვარ ვარიანტზე, რადგან ძალიან უკმაყოფილოა პრიმერას პრეზიდენტის ხავიერ ტებასის პოლიტიკით. ყველაზე სავარაუდო ვარიანტად დასახელდა ინგლისის პრემიერლიგა, თუმცა „რეალმა“ ასევე შეაგროვა ინფორმაცია იტალიის სერია A-სთან ან გერმანიის ბუნდესლიგასთან შესაძლო შეერთებისთვის.