ეს საბას საათი იყო - ლობჟანიძემ „გალათასარაისთან“ დუბლი შეასრულა #1TVSPORT
ეს საბას საათი იყო - ლობჟანიძემ „გალათასარაისთან“ დუბლი შეასრულა #1TVSPORT

საბა ლობჟანიძე თურქეთში წარმატებულ კარიერას აგრძელებს – 27 წლის ქართველმა თუქეთის სუპერლიგის გრანდთან, „გალათასაიარსთან“ შესანიშნავი თამაში ჩაატარა და გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაშიდ დაეხმარა.

თამაში თავიდანვე დაძაბულად დაიწყო და 78-ე წუთისთვის ანგარიში 2:2 იყო. სწორედ ამის შემდეგ მასპინძელთა გმირი გახდა ქართველი შემტევი, რომელმაც შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. საბა ჯერ თანაგუნდელის გადაცემით მეკარესთან პირისპირ გავიდა და „ჰატაისპორი“ დააწინაურა, ხოლო 90+1-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი კონტრშეტევაზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – ქართველის გუნდმა 4:2 გაიმარჯვა.

„ჰატაისპორმა“ 21 ტურის შემდეგ 35 ქულა დააგროვა და მე-3 პოზიციაზე დაწინაურდა. ქართველმა შემტევმა კი 20 შეხვედრაში მე-6 გოლი მიითვალა. ამას გარდა, ლობჟანიძის ანგარიშზე ამდენივე (6) საგოლე გადაცემაა.

პირველი გოლის შემდეგ საბამ ბოლო წლების ტრადიციას არ უღალატა და გოლი ისევ ცნობილი ჟესტით (საბას დროა) აღნიშნა. 27 წლის ფეხბურთელის საუცხოო ფორმაშია – გერმანულმა სამენეჯერო საგენტო „ტრანსფერმარკტმა“ მისი შეფასება ბოლო ერთ წელიწადში 1,7 მილიონიდან 3,4 მილიონ ევრომდე გაზრადა.

აღსანიშნავია, რომ თურქული მედიის ინფორმაციით, საბა ლობჟანიძის მიმართ ინტერესს სწორედ სტამბოლის „გალათასარაი“ იჩენს (რომელსაც პირველ წრეშიც გაუტანა) – თურქული მედიის მტკიცებით, ამ ქვეყნის გრანდი ქართველი ფეხბურთელის გადაბირებას ზაფხულში აპირებს.

დატოვე კომენტარი