ეს ქართველ ფეხბურთელებსაც შეეხება - კვიპროსის საფეხბურთო პროფკავშირებმა კლუბების შეთავაზება უარყო
ეს ქართველ ფეხბურთელებსაც შეეხება - კვიპროსის საფეხბურთო პროფკავშირებმა კლუბების შეთავაზება უარყო

კვიპროსში, სადაც სოლიდური ქართული საფეხბურთო დიასპორაა, კლუბებისა და კვიპროსის ფეხბურთელთა პროფესიული გაერთიანების (პროფკავშირები) დაპირისპირებამ პიკს მიაღწია.

მიზეზი პანდემიით გამოწვეული ზარალია, რომლის გამოც კლუბებს მოთამაშეთა ხელფასების შემცირება სურთ. ფეხბურთელთა პროფკავშირებმა კლუბების შეთავაზება ხელფასების შემცირების თაობაზე უარყო და მოითხოვა, რომ კლუბებმა ფინანსური ზარალის შესახებ გამჭირვალე დოკუმენტაცია წარმოადგინონ.

„ეს ნამდვილი იმედგაცრუებაა, რადგან „წინადადება“ გულისხმობს ხელფასების 92% -ით შემცირებას 15 მარტიდან 31 მაისამდე. ეს არ აკმაყოფილებს მოლოდინებს. ჩვენ ვერ ვხვდებით, თუ რა ლოგიკით უნდა იყოს მიღებული წინადადება, რომელიც დაფუძნებული უნდა იყოს წლიურ შემოსავალზე და არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ „ზარალზე“ ლაპარაკით. FIFPRO-ს (მოთამაშეთა მსოფლიო გაერთიანება) ინსტრუქციის შესაბამისად, კვიპროსის ფეხბურთელთა პროფესიული გაერთიანება ვითხოვთ სრულ გამჭვირვალობას იმ ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, რომლიც კლუბებმა პანდემიის შედეგად მიიღეს“ – წერია კვიპროსის ფეხბურთელთა პროფესიული გაერთიანების წერილში.