ეს იყო წლის გოლი - ბერძნები არაბულის სუპერგოლმა აღაფრთოვანა (ვიდეო)

საბერძნეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში ბაჩო არაბულმა „ლამიაში“ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და დუბლი შეასრულა. რაც მთავარია, მეორე გოლი იმდენად ეფექტურად გაიტანა, ბერძნული მედია ქართველი თავდამსხმელის მიმართ აღტაცებას არ მალავს.

საქმე ისაა, რომ აუტსაიდერმალამიამ“ მეორეადგილოსანი სალონიკის „არისის“ წაუგებელი და საკუთარი მოუგებელი სერია შეწყვიტა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. 26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მე-9 წუთზე ანგარიში პენალტით გახსნა, მე-17 წუთზე გოლი „მაკრატელათი“ გაიტანა და „ლამიამ“ სეზონში პირველი მოგება იზეიმა.

„გოლი, რომელიც არაბულმა „არისს” გაუტანა, წლის საუკეთესო გოლის პრეტენდენტი გახდება,“ – sport365.gr

„არაბულის შოუ – „არისთან“ მატჩის მთავარი გმირი ქართველი ბაჩანა არაბული გახლდათ, რომელმაც ორი გოლი გაიტანა – ერთი მათგანი ისე გაიტანა, ნებისმიერი მოთამაშე იოცნებებდა. არაბული მე-17 წუთზე გამაოგნებელი „მაკრატელით“ სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა“, – ethnos.gr

„ნახეთ განსაცვიფრებელი გოლი, რომელიც ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა. ამ უნიკალურ გოლს მთელს მსოფლიოში ნახავენ“, – protothema.gr