ეს დღე შენთვის იყო პატარა ქართველო გმირო - კვარაცხელიამ გამარჯვება მარიტას ხსოვნას მიუძღვნა #1TVSPORT
ეს დღე შენთვის იყო პატარა ქართველო გმირო - კვარაცხელიამ გამარჯვება მარიტას ხსოვნას მიუძღვნა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ფორმით ბოლო შეხვედრაში არა მხოლოდ კარგი თამაშით გამოიჩინა თავი – ის მოედანზე გამოვიდა ხელზე სამკლაურით, რომელზეც ეწერა – „მარიტა“.

21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ამით გამოხატა მწუხარება ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის ჩოგბურთელის, მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების გამო და ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების ტკივილი გაიზიარა.

„ბოლონიასთან“ მოგებული მატჩის შემდეგ კი „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა:

„ეს დღე შენთვის იყო პატარა ქართველი გმირო“ – წერს ქართველი ფორვარდი ინსტაგრამზე „სტადიო მარადონაზე“ მატჩის შემდეგ.

ქართველი ფეხბურთელისადმი ამ ჟესტის გამო კიდევ ერთხელ გამოხატა აღტაცება „კორიერე დელო სპორტმა“.

„კვარაცხელიას სამკლაურზე წარწერის მნიშვნელობა გაცხადდა. ჩემპიონებს არა მხოლოდ თამაშით, არამედ ადამიანურობითაც აღიარებენ. ამაში კი კვარაცხელიას დარი საფეხბურთო სამყაროში ცოტაა. მგრძნობიარობისა და უბრალოების გამო უკვე შეიყვარეს ქართული ფენომენი. ის გახდა ძალიან ლამაზი ახალი ჟესტის გმირი – ხვიჩას სამკლაურზე ეწერა 13 წლის გოგონას მარიტა მეფარიშვილის სახელი, რომელიც თბილისის ცენტრში გარდაიცვალა. „ნაპოლის“ თავდამსხმელმა „ბოლონიასთან“ მატჩის დროს სამკლაურზე მისი სახელი და უსასრულობის სიმბოლო გამოსახა“, – წერს იტალიური გამოცემა.