ეს დამარცხება ჩვენი საფირმო სტილის დასასრულია - ესპანურმა მედიამ ნაკრები მუნდიალიდან გამოვარდნისთვის გააკრიტიკა #1TVSPORT
ეს დამარცხება ჩვენი საფირმო სტილის დასასრულია - ესპანურმა მედიამ ნაკრები მუნდიალიდან გამოვარდნისთვის გააკრიტიკა #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრები მაროკოს წინააღმდეგ მერვედფინალურ მატჩში პენალტების სერიაში დამარცხდა და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა. ლუის ენრიკეს გუნდი ამის გამო ესპანური მედიის უმწვავესი კრიტიკის ობიექტი გახდა.

Marca – ეს ფიასკოა!

ეს ფიასკოა! ამასთან, არ შეიძლება ითქვას, რომ მაროკომ შემთხვევით გამოგვივშა სახლში. ისევე როგორც ოთხი წლის წინ რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ახლაც თერთმეტმეტრიანების შესრულებამ დაგვაღალატა. ისტორია გამეორდა. მაროკოსთან წაგებით ესპანეთის ნაკრებში ლუის ენრიკეს ეპოქაც დასრულდა. ის აუცილებლად წავა. ეს დამარცხება ჩვენი საფირმო სტილის დასასრულია.

AS – ახლა ეს ფრაზა ჟღერს, როგორც ეპიტაფია

ჩვენი ფეხბურთელების ათასი პასი მაროკოს კედელს ეჯახებოდა. იგივე მოხდა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებთან მატჩშიც. კოსტა რიკასთან გამარჯვების შემდეგ ლუის ენრიკემ თქვა, რომ შედეგს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ახლა ეს ფრაზა ჟღერს, როგორც ეპიტაფია.

მატჩის მსვლელობისას გაურკვეველი იყო, რის ხარჯზე შეეძლო ესპანეთის ნაკრებს მომატება და გოლის გატანა. ყოველ ჯერზე, როცა ესპანელი ფეხბურთელი მეტოქეს გაექცეოდა, შემდეგს აწყდებოდა და შემდეგ – კიდევ ერთს. ამ ყველაფრის ბოლო იყო აშრაფ ჰაკიმის გადამწყვეტი პენალტი, რომელიც მან პანენკას სტილში შეასრულა. ეს იყო დამცინავი გოლი, მაგრამ ესპანეთის ნაკრები ამას იმსახურებდა.