„ეს ჩემი ბოლო მაისური იყო“ - მაისურაძე კვიპროსზე ქველმოქმედებაში ჩაერთო
„ეს ჩემი ბოლო მაისური იყო“ - მაისურაძე კვიპროსზე ქველმოქმედებაში ჩაერთო

„პატივისცემა ირაკლი მაისურაძეს“, – ასე შეაფასა კვიპროსულმა გამოცემა „ტემასპორტსმაპარალიმნისენეოსის“ ქართველი ნახევარმცველის საქციელი.

საქმე ისაა, რომ ქართველმა ნახევარმცველმა მისთვის ძვირფასი ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მაისური გადასცა საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც მოთამაშეების მაისურების აქუციონზე გაყიდვას აპირებს. შემოსული თანხა 30 000 დამცავი ნიღბის შეძენას მოხმარდება, რომლითაც სამი საავადმყოფო მომარაგდება – ათენში, სალონიკსა და კვიპროსში.

ბერძნული მედიის ცნობით, მოთამაშეთა მაისურების აუქციონი უახლოეს დღეებში გაიმართება. ქართველმა ფეხბურთელმა კი სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, მისთვის მაისური რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია.

„ეს მაისური 2015-2016 წლების სეზონში მეცვა. „ანორთოსისი“ „აპოლონს“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ „ანორთოსისი“ მოედანზე 10 მოთამაშის ამარა დარჩა, მატჩი 3:2 მოვიგეთ. ეს ბოლო მაისურია, რაც მე „ანორთოსისიდან“ დამრჩა და ჩემთვის ძვირფასი იყო, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, კარგ მიზანს შევწირო“, – წერს ირაკლი მაისურაძე.

ქართველი ნახევარმცველი „ენეოსში“ 2018 წლიდან თამაშობს. „ანორთოსისში“ კი მაისურაძე 2014-2016 წლებში თამაშობდა. ირაკლი 2011–2013 წლებში იყო საქართველოს ნაკრების კანდიდატი და მისი ფორმით 3 მატჩი ჩაატარა.