ეს არის რასიზმის გამოვლინების უმაღლესი ფორმა - „ჩელსის“ მცველმა ფრანგი ექიმების წინადადება გააკრიტიკა
ეს არის რასიზმის გამოვლინების უმაღლესი ფორმა - „ჩელსის“ მცველმა ფრანგი ექიმების წინადადება გააკრიტიკა

ლონდონის „ჩელსის“ მცველმა ანტონიო რიუდიგერმა გააკრიტიკა მეცნიერთა წინადადება იმის შესახებ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აფრიკელებზე გამოიცადოს. გერმანელმა ფეხბურთელმა ამას რასიზმის უმაღლესი გამოვლინება უწოდა.

„მე გარკვეული ხანი დამჭირდა იმისთვის, რომ ამ ადამიანებისთვის სიტყვები მომეძებნა… ორი ფრანგი ექიმი გამოდის წინადადებით – COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა აფრიკაში გაიტესტოს, თითქოს აფრიკელები ცხოველები არიან?! საზიზღრობაა! ეს არის რასიზმის გამოვლინების უმაღლესი ფორმა და საშინელი განცხადება ყველა შავკანიანის წინააღმდეგ… საერთოდ როგორ შეიძლებოდა ამის ტრანსლირება საფრანგეთის ტელევიზიით?“ – დაწერა რიუდიგერმა „ტვიტერში“.

უფრო ადრე, ამ წინადადების მიმართ პროტესტი გამოთქვეს სამუელ ეტო’ომ, დიდიე დროგბამ და აფრიკული ფეხბურთის სხვა ლეგენდებმა.