ერზრუმს 2026 წელს ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძლობა სურს
ერზრუმს 2026 წელს ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძლობა სურს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა 2026 წელს ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძლობის მსურველთა შორის ერზრუმის კანდიდატურა ოფიციალურად დაადასტურეს.

თურქეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელთა ცნობით, მათი პროექტი სრულიად თავსებადი იქნება IOC-ის „ოლიმპიური დღის წესრიგი 2020“-თან (ოლიმპიური მოძრაობის ერთგვარი სახელმძღვანელო რუკა) და რეფორმების „ახალ ნორმებთან“, რომლებიც ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლის ხარჯების შემცირებისკენ არის მიმართული.

ერზრუმი სხვადასხვა დროს ზამთრის უნივერსიადის, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის; შორტ ტრეკში მსოფლიო თასის, სამთო თხილამურებში კონტინენტური თასის და სნოუბორდის მსოფლიო თასის გათამაშებების მასპინძელი იყო.

ერზრუმის გარდა, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძლობის მსურველებს შორის: გრაცი (ავსტრია), კალგარი (კანადა), კორტინა დ’ამპეცო/მილანი/, ტურინი (იტალია), საპორო (იაპონია), სტოკჰოლმი (შვედეთი) და სიონი (შვეიცარია) არიან.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კანდიდატ ქვეყნებს ოფიციალურად ოქტომბერში დაასახელებს, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქის ვინაობა კი 2019 წლის სექტემბერში სოკ-ის სესიაზე გამოცხადდება.